#FemWiki

ელის უოკერი თანამედროვე, აფრო-ამერიკელი ნოველისტი, ესეისტი და პოეტია, რომელიც ნაწარმოებით ,,იისფერი“ გახდა ცნობილი. ის იყო პირველი ფერადკანიანი ქალი, რომელსაც პულიცერის პრემია მიანიჭეს. წიგნმა ასევე მოიპოვა მხატვრული ლიტერატურისა და ეროვნული წიგნის ჯილდოები. ამასთან ერთად, ელისი იყო ომში გადარჩენილ ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციის წევრი.

ელისი ღარიბ ოჯახში, ჯორჯიას შტატში დაიბადა, სადაც თეთრკანიან ბავშვზე 10 დოლარი იხარჯებოდა ფერადკანიანზე კი 1. მას პატარაობიდან ბევრი დამცირებისა და უსამართლობის გადატანა უწევდა.

“იისფერი” პირველად 1982 წელს გამოიცა და ეხება ისეთ თემებს, როგორიცაა: რასიზმი, პედოფილია, ძალადობა, უთანასწორობა. ძალადობის თემასთან დაკავშირებული შინაარსის გამო მან არაერთი ცენზურა გაიარა. ამერიკის ბიბლიოთეკათა ასოციაციამ ყველაზე ხშირად აკრძალული და გასაჩვრებული წიგნების 2000-2009 წლების ასეულში შეიყვანა და მეჩვიდმეტე ადგილი მიანიჭა.