GrlzWave აცხადებს ღია კონკურსს ხელოვანებისთვის თემაზე: სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა.

ღია კონკურსის მიზანია გაზარდოს ცნობიერება და ხელი შეუწყოს ქალ ხელოვანთა ჩართულობას სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის თემებზე საზოგადოებრივი დიალოგის გაღრმავებაში. კონკურსი ქმნის პლატფორმას, სადაც ხელოვნება გამოიყენება როგორც მძლავრი იარაღი სტიგმების წინააღმდეგ, ინფორმაციის მისაღებად. ამ გზით, პროექტი აერთიანებს შემოქმედებასა და აქტივიზმს პირადი გამოცდილებების საჯარო სივრცეში გადმოტანისთვის.

მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ ქალ არტისტებს, რომლებიც მუშაობენ ნებისმიერ მედიუმში, იქნება ეს:
ფოტო;
ვიდეო;
ილუსტრაცია;
ტექსტი;
ინსტალაცია;
ხმის ხელოვნება;
ქანდაკება;
პერფორმანსი;
ციფრული ხელოვნება;
შერეული მედიუმი;
ან სხვა შემოქმედებითი ფორმა.

გამარჯვებული მიიღებს სტიპენდიას 1000-1500 ლარის ოდენობით, ნამუშევრის შესაქმნელად.
ნამუშევრის თემა შეიძლება შეეხებოდეს ისეთ საკითხებს, როგორიცაა:

მენსტრუაცია;
სექსუალური განათლება;
ძალადობა;
პუბერტატი (სქესობრივი მომწიფება);
სექსუალობა და სურვილი;
რეპროდუქციული არჩევანი;
მშობიარობა და ორსულობა;
კონტრაცეფცია;
სექსუალური ჯანმრთელობის სერვისებზე წვდომა;
გინეკოლოგიური გამოცდილება;
სირცხვილი და ტაბუ;
მენოპაუზა;
თანხმობა;
საკუთარი სხეულის მიმართ დამოკიდებულება;
სხვა.

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირებმა უნდა გამოგვიგზავნონ შემდეგი დოკუმენტები ქართულ ენაზე:

• პროექტის ფარგლებში შესაქმნელი ნამუშევრების კონცეფცია (მაქსიმუმ 300 სიტყვა);
• ნამუშევრების პორტფოლიო PDF ფორმატში (მაქსიმუმ 5MB);
• რეზიუმე (CV).

დოკუმენტები უნდა გამოიგზავნოს შემდეგ მისამართზე: opencall@grlzwave.com
იმეილის სათაურში მიუთითეთ: სახელი, გვარი – ღია კონკურსი.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 23 მაისი.

გისურვებთ წარმატებებს!
#GrlzWaveOpenCall