
GrlzWave გმობს ბოლო დროს ულტრამემარჯვენე ჯგუფების მხრიდან განხორციელებბულ ძალადობას სხვადასხვა ადამიანებსა და ღონისძიებებზე.
მხარდაჭერას და სრული თანადგომას ვუცხადებთ დაზარალებულებს და ვიმედოვნებთ, რომ ამ ყველაფერს მოყვება სწრაფი და სწორი რეაგირება პასუხისმგებელი ორგანოებისგან.
გუშინ ფალავანდიშვილის შვილმა ქვიარ აქტივისტებს ბანერი დაუხია და გაშლა აუკრძალა, შემდეგ კი ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. დღეს კი, ფალავანდიშვილი და მისი თანამოაზრეები სირცხვილიას აქტივისტებს დაესხნენ თავს.
ასევე, 15 მაისს, გურამ ფალავანდიშვილი იმყოფებოდა დედაენის ბაღში, სადაც დააზიანა ინსტალაცია და იძალადა აქტივისტებზე.
#დააკავეთფალავანდიშვილი
#დააკავეთფალავანდიშვილები
