GrlzWave-ის წიგნის კლუბის მეორე შეხვედრა.

22 მაისს, 20:00 საათიდან GrlzWave ჰაბში გელოდებით წიგნის კლუბის წევრებს, თინათინ ნოღაიდელის წიგნის, “ულვაშები”, განსახილველად და თქვენი ემოციებისა და აზრების გასაზიარებლად.

ვინც კლუბის წევრი ხართ და წიგნი უკვე წაიკითხეთ, თქვენი დასწრება ძალიან მნიშვნელოვანია. შეხვედრის შესახებ ინფორმაციასა და დეტალებს GrlzWave-ის წიგნის კლუბში დარეგისტრირებული პირები პირადად მიიღებთ. ეს შეხვედრაც სწორედ თქვენთვისაა.

შერჩეული წიგნის ყოველ განხილვაზე შევარჩევთ ერთ მოდერატორს. ამიტომ, ვისაც გსურთ, 22 მაისს მოდერატორობა გაუწიოთ დისკუსიას, მოგვწერეთ. საჩუქრად კი, თინათინ ნოღაიდელისა და ჩვენს პირველ წიგნს მენსტრუაციის შესახებ, გადმოგცემთ.

მისამართი: ბესიკის მოედანი 5, რესტორან “მადრეს” შემოსასვლელი.