TW: ომი, მკვლელობა.

დაუნის სინდრომის მქონე ახალგაზრდა პალესტინელი საკუთარ სახლში, ისრაელელი სამხედროების მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, გარდაცვლილი იპოვეს.

BBC-ის ცნობით, ახალგაზრდა მამაკაცის ოჯახმა განაცხადა, რომ 3 ივლისს ისრაელელმა ჯარისკაცებმა დაარბიეს მათი სახლი ღაზაში, სამხედრო ძაღლი კი 24 წლის მუჰამედ ბჰარს მიუქსიეს, რომელსაც დაუნის სინდრომი და აუტიზმი ჰქონდა.

ოჯახის თხოვნის მიუხედავად, სამხედრო ძაღლი მუჰამედის მკლავზე კბენას აგრძელებდა, ახალგაზრდას სისხლი სდიოდა. ოჯახს სახლის ტერიტორია დაატოვებინეს, მუჰამედი კი დაიტოვეს.

ოჯახი სახლში 1 კვირის შემდეგ დაბრუნდა, გარდაცვლილი მუჰამედი კი სახლში დახვდათ. გარდაცვლილი ახალგაზრდა სამხედროებმა საკუთარ სახლში დატოვეს.

“მუჰამედის ცხედარი იატაკზე იწვა. მის ირგვლივ უამრავი სისხლი იყო, მკლავზე კი სამედიცინო ტურნიკეტი ჰქონდა მიმაგრებული. სავარაუდოდ, ცდილობდნენ, მკლავიდან ძლიერი სისხლდენა შეეჩერებინათ”. – განუცხადა ოჯახმა BBC-ს.