“აგენტების“ კანონპროექტს პარლამენტში მეორე მოსმენისას მხარი არ დაუჭირეს და კანონპროექტი ჩავარდა!

❗ მადლობა, რომ ამდენი დღის განმავლობაში, დარბევებისა და საპოლიციო ძალის წინააღმდეგ დაუღალავად და უშიშრად იბრძოდით, ეს შედეგი თქვენი დამსახურებაა! საქართველოს მოსახლეობამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ეს ქვეყანა ჩვენია, ხელისუფლება კი ვერ შეძლებს, დაგვიმორჩილოს და მოგვათვინიეროს.

მიუხედავად იმისა, რომ რუსული კანონპროექტი ჩავარდა, “ქართული ოცნება” და ირაკლი კობახიძე კვლავ ცდილობს, პროპაგანდისტული განცხადებებით საზოგადოების პოლარიზებას, ის რეპრესიებით გვაშინებს, თუმცა ამ დღეების განმავლობაში დავამტკიცეთ, რომ ჩვენ მათი არ გვეშინია!

ხელისუფლების მცდელობა, ქრისტიანობითა და ლგბტქ თემის საკითხებით საზოგადოებრივ აზრზე გარკვეული გავლენა მოახდინოს, უკვე ნაცადი და მოძველებული ხერხია და ხელისუფლებას ვურჩევთ, შეცვალოს რიტორიკა!

კანონის შესაბამისი სიმკაცრით უნდა დაისაჯოს ყველა პოლიციელი და სპეცრაზმელი, რომელმაც ამ დღეების განმავლობაში ჩვენზე იძალადა!