
ადამიანებს, ვისაც ისტერიული პიროვნული აშლილობის დიაგნოზი აქვთ, ახასიათებთ ყველაფრის დრამატიზებისა და გაზვიადებისკენ მიდრეკილება, ზედაპირული აფექტის მდგომარეობა. ისინი გამუდმებით ცდილობენ, სხვების ყურადღება მიიქციონ და მოხიბლონ გარშემომყოფები.
რა სიმპტომები აქვს ისტერიულ პიროვნულ აშლილობას?
⭕ თვითდრამატიზება;
⭕ ადვილად ექცევა სხვა ადამიანის გავლენის ქვეშ;
⭕ ითხოვს ყურადღებას და ეძებს რაღაც განსაკუთრებულ, ამაღელვებელ გამოცდილებას;
⭕ ზედმეტად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ფიზიკურ მიმზიდველობას;
⭕ გამოირჩევა მანიპულატორული საქციელებით;
⭕ კრიტიკის მიმართ ჰიპერმგრძნობიარეა;
⭕ სხვებს აიძულებს, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმონ მას.
ისტერიული პიროვნული აშლილობის დიაგნოზის დასადგენად აუცილებელია ფსიქოლოგიური გამოკვლევა, ასევე სპეციალისტმა უნდა შეაფასოს პაციენტის ზოგადი ქცევა და საერთო მდგომარეობა.
