ადამიანის სექსუალური ფანტაზიები ძირითადად სამ ნაწილად იყოფა: სექსი რამდენიმე ადამიანთან ერთად; სექსი უცხო ადგილებში; ისეთი სექსი, სადაც შეძლებს საკუთარი ძალაუფლება გამოამჟღავნოს.

ამერიკელი მამაკაცების 95%-ს ჯგუფურ სექსზე ერთხელ მაინც უფიქრია. ჯგუფური სექსის შესახებ ადამიანის ფანტაზიები კი გარკვეულ რაოდენობას მოიცავს, ძირითადად შემთხვევაში 3 ადამიანს.

სექსი უცხო ადგილებში ორგანიზმში ადრენალინის გამოყოფას უწყობს ხელს, რაც სექსუალური კავშირის პროცესს კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის. სტატისტიკური მონაცემებით, ადამიანები ასეთ ადგილებად მიიჩნევენ ლიფტს, საზოგადოებრივ საპირფარეშოებს, გასახდელებსა და ოფისებს.

დომინაციის ან კონტროლის ფანტაზიები დაკავშირებულია ძალაუფლების ქონასთან, ხშირად სხვა ადამიანზე ან ადამიანებზე. ეს ზოგს იმის შესაძლებლობას აძლევს, რომ იგრძნონ კონტროლი, რომელიც ცხოვრებაში აკლიათ, ან, უბრალოდ, დატკბნენ იმ ფიქრით, რომ ვიღაც მათ ბრძანებას ასრულებს, რომ ისინი განაგებენ მოვლენებსა თუ შეგრძნებებს ან რომ, უბრალოდ, დომინანტები არიან და ძალაუფლება აქვთ.

სექსუალური ფანტაზიები კარგი გზაა სექსში უფრო მეტი ლტოლვისა და სურვილის აღსაძვრელად, თუმცა პარტნიორისთვის საკუთრი ფატნაზიების გაზიარება ხშირად არც ისე მარტივი პროცესია. თავიდან შეგიძლიათ კითხვით მიმართოთ, ნელ-ნელა სექსუალური ფანტაზიების შესახებ ინფორმაცია გაცვალოთ. თუმცა, ყოველთვის არსებობს იმის შანსი, რომ პარტნიორს იგივე არ მოსწონს, რაც თქვენ (ან პირიქით), რა შემთხვევაშიც, ალბათ, საუკეთესო გზა იქნება, რომ უბრალოდ პატივი სცეთ ერთმანეთის სურვილს და ფოკუსირდეთ იმ აქტივობებზე, რომლებიც ორივესთვის სასიამოვნოა.

რუბრიკის წარმდგენია VELI.store

აღმოაჩინე ყველაფერი სექსუალური ჯანმრთელობისთვის VELI.store-ზე.