ანა უილიამსი – ამერიკელი პათოლოგისტი, რომელმაც 1893 წელს დიფტერიის გამომწვევი ბაქტერიის შტამი განაცალკევა, რაც გადამწყვეტი მნიშვნელობის აღმოჩენად იქცა, რადგან ამგვარად დაავადების სამკურნალოდ საჭირო ანტიტოქსინის დამზადება, საბოლოოდ კი, დაავადების კონტროლი გახდა შესაძლებელი.
ანა უილიამსი მუშაობდა ცოფის დიაგნოსტირების მეთოდის შექმნაზეც. ცოფით ინფიცირებული ცხოველების ტვინების შესწავლით, მან დაავადების ადრეულ სტადიაზე გამოვლენის გზა აღმოაჩინა, თუმცა იგივე აღმოჩენა გააკეთა იტალიელმა ექიმმა ადელჩი ნეგრიმაც და რადგან შედეგები მან უფრო ადრე გამოაქვეყნა, ვიდრე ანამ, ეს წარმატება ნეგრის მიეწერა.
1932 წელს ანა უილიამსი გახდა პირველი ქალი, რომელიც ამერიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ასოციაციამ ლაბორატორიული განყოფილების თავმჯდომარედ აირჩია.
ანას ღრმად სწამდა მეცნიერების, ლაბორატორიული კვლევების. მან ბაქტერიოლოგების არაერთი წარმატებული გუნდიც ჩამოაყალიბა, რომლებიც ძირითადად ქალებით იყო დაკომპლექტებული.

