
არსებული სილამაზის სტანდარტების მიხედვით, სიგამხდრე ასოცირდა ლამაზთან, კარგთან და ჯანსაღთან, რითაც დიეტ კულტურას დაუდო საფუძველი და ადამიანები მუდმივად ცდილობენ დაკლებას. ამის მიუხედავად, საზოგადოება განაგრძობს ყველაფერში ნაკლის ძიებას და სხვადასხვა უხეში ფორმითა და ხერხებით ჩაგრავს ადამიანებს.
როგორი ზომის, ფორმისა და წონისაც არ უნდა იყოთ, ყველას თვითდაწესებულ “სილამაზის სტანდარტს” ვერ მოერგებით. გახსოვდეთ, პირველ რიგში თქვენ უნდა მოგწონდეთ და შეიყვაროთ საკუთარი თავი, რადგან სილამაზეს სტანდარტი არ აქვს.
