ახალი CBP Home აპლიკაცია მიგრანტებს საშუალებას აძლევს ატვირთონ “გამგზავრების” ფორმა, რაც მათ აძლევს შანსს, ნებაყოფლობით დატოვონ ქვეყანა და აირიდონ “უფრო მძიმე შედეგები”, – აცხადებს აშშ-ს “საბაჟო და საზღვრის დაცვის” კომისია.

”თუ ისინი [მიგრანტები] ამას არ გააკეთებენ, ჩვენ მათ მაინც ვიპოვით, ქვეყნიდან დეპორტაციის შემდეგ კი ამერიკაში ვეღასდროს დაბრუნდებიან”. – თქვა შიდა უსაფრთხოების მდივანმა კრისტი ნოემმა განცხადებაში.

თავდაპირველად აპლიკაცია შეიქმნა თავშესაფრის მაძიებლებისთვის, შესაბამის უწყებაში შეხვედრის წინასწარ დასაჯავშმად. ახლა მას დეპორტაციისთვის იყენებენ.

აღნიშნული აპლიკაცია 20 მილიონი დოლარის ღირებულების სარეკლამო კამპანიის ნაწილია, რომელიც მიმართულია მიგრანტებზე შეერთებულ შტატებსა და მის ფარგლებს გარეთ – “დარჩით თქვენს ქვეყანაში და ახლავე დატოვეთ ამერიკის შეერთებული შტატები”.