“ახლობელი სახლს არემონტებდა და რადგან თვითონ სამსახურში უნდა ყოფილიყო, მე დამტოვეს მის სახლში. მარტო ვიყავი და ვმეცადინეობდი. ხელოსანი ოთახიდან ოთახში დადიოდა და კარს აკეთებდა. დეტალების გარეშე – მომიახლოვდა და მკერდზე შემეხო, იმდენად შოკის მომგვრელი იყო თავის დასაცავად მხოლოდ მეორე ოთახში გაქცევა მომაფიქრდა. კიდევ რომ ცდილობდა მოახლოვებას, ვუთხარი, რომ 112-ში დავრეკავდი, რის მერეც გაჩერდა.

არც ჩემი ახლობლისთვის და არც მეგობრებისთვის გამიზიარებია ეს ისტორია. მაშინ ერთ ბიჭს ვწერდი და მხოლოდ მას ვუთხარი. მითხრა, რომ სულელი ვარ, რადგან ეს შევარჩინე. ეს ისტორია ერთადერთი არაა, რაც გადამხდენია. ხშირად არც მახსენდება ხოლმე, და ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ისინი არ მომხდარა ან მტკივნეული არ იყო. გინდა თუ არა, საკუთარი თავის შესახებ ასეთი მოვლენები გაფიქრებინებს, რომ შენშია პრობლემა, შენ დაიმსახურე, შენ გამოიწვიე, შენ ვერ მოიქეცი სწორად… თითქოს ვიღაცის არაჯანსაღი ქცევა აუცილებლად შენზე მეტყველებდეს..”

ისტორიაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.
European Union in Georgia
#EU4Georgia #GCRT