ბავშვთან ერთად მარტო დარჩენის შიში, საკუთარი თავის ან ბავშვის დაზიანებაზე ფიქრი, მუდმივად ტირილის სურვილი, შეგრძნება, რომ ცუდი მშობელი ხარ, მოტივაციის ნაკლებობა ან საერთოდ გაქრობა – ადამიანების 13% ბავშვის გაჩენის შემდეგ პოსტ სამშობიერო დეპრესია აქვს.

სიმპტომები მშობიარობიდან 3-9 თვის განმავლობაში და დროსთან ერთად ვითარდება, თუმცა ხანდახან, დეპრესია ფეხმძიმობის დროსაც შეიძლება განვითარდეს.

სამწუხაროდ, საზოგადოების დიდმა ნაწილმა არ იცის, რა არის და რასთანაა დაკავშირებული მშობიარობის შემდგომი დეპრესია, ამიტომ ხშირად მშობლებს, რომლებსაც ეს დიაგნოზი აქვთ, უქმნიან მტრულ და არა მზრუნველ გარემოს, კიცხავენ და აკრიტიკებენ.

კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ მშობიერობის შემდეგ მშობელს თბილი, სიყვარულით სავსე, განსჯისგან და გაკიცხვისგან თავისუფალი სივრცე შევუქმნათ, გავითვალისწინოთ და სერიოზულად აღვიქვათ მათი პრობლემები და საჭიროების შემთხვევაში, დახმარების ხელი გავუწოდოთ.