ბოლნისის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 14 წლის გოგომ ბავშვი გააჩინა.

შესაბამისი უწყებებისთვის ნაადრევ ასაკში ქორწინების შესახებ ინფორმაცია ცნობილი მხოლოდ მას შემდეგ გახდა, რაც მერვე კლასელმა გოგომ იმშობიარა.

სამწუხაროდ, ნაადრევი ქორწინება და ორსულობა მნიშვნელოვანი პრობლემაა საქართველოში. 15-19 წლის ყოველი 1000 გოგონადან საშუალოდ 39 მშობიარობს, უფრო დაბალი ასაკის გოგონების გათხოვებისა და მშობიარობის შემთხვევები კი, საერთოდ, ოფიციალური სტატისტიკის მიღმა რჩება.

‍ Atina Bregvadze