“გადავწყვიტე, ჩემი ქალიშვილი ძუძუთი ვკვებო, სანამ ეს მისთვის აუცილებელი და საჭიროა. ჯერ ძუძუთი კვებაზე უარს არ ამბობს, ამიტომ მის ამ სურვილს ბოლომდე ვასრულებ. ფიზიკურად თავს კარგად ვგრძნობ, მიუხედავად იმისა, რომ არის დაღლილობის მომენტებიც. მაგრამ, როგორც დედას, რომელსაც ძალიან სჭირდება საკუთარი ჩვილი შვილი ახლოს ჰყავდეს, ვითხოვე, რომ ის ჩემთან მყოლოდა ოლიმპიადის დროს”. – კლარის აგბენენუ, საფრანგეთის ძიუდოს წარმომადგენელი და ჩემპიონი.

‍♂️კლარის აგბენენუს ადვოკატირებით, ოლიმპიურ სოფელში, რომელიც 10 000-მდე სპორტსმენს იტევს, სასტუმროს ნომრები გამოყვეს დედებისთვის, რომელთაც შეუძლიათ თავიანთი ჩვილები ძუძუთი კვებონ და პარალელურად ოლიმპიადაზე იასპარეზონ.