#გაიცანით ბარბარე ერისთავი-ჯორჯაძე #FemWiki

ქალი, რომელიც ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნის საქართველოში წერდა ქართველ ქალთა დაჩაგრულ მდგომარეობაზე და მათი საჯარო სივრცეში ყოფნის აუცილებლობაზე. ბარბარე ჯორჯაძის წერილი, “ორიოდე სიტყვა ყმაწვილ კაცების საყურადღებოდ” კრიტიკოსებმა ქართული ფემინიზმის მანიფესტად აღიარეს. ის ქალების მთავარ პრობლემად განათლების მიღების შეზღუდულ შესაძლებლობას მიიჩნევდა.

‍ გარდა იმისა, რომ ბარბარე იყო ერთ-ერთი პირველი ფემინისტი ქალი საქართველოში, მან კულინარიის დახმარებით, შეიძლება ითქვას, ფანჯარა გაჭრა ევროპაში და ამავდროულად, შთამომავლობას გადასცა ქართული სამზარეულოს მთელი საგანძური.