გაიცანით ტრაგიკული და დრამატული როლების შემსრულებელი პირველი მსახიობი ქალი- ბაბო ავალიშვილი. #FemWiki

მაშინ, როდესაც საქართველოში ქალების როლებს კაცები, ან უცხოელი მსახიობები ასრულებდნენ, სცენაზე გამოჩნდა 15 წლის ბაბო ავალიშვილი. სწორედ მას მისცა ქართულ სცენაზე დრამის დამკვიდრებას დასაბამი. გარდა იმისა, რომ ბარბალე „ქართველ ქალთა ამხანაგობის“ საზედამხედველო კომიტეტში იყო გაწევრიანებული, ის საქველმოქმედო საქმიანობასაც ეწეოდა.