გაიცანით ჩვენი გამოფენის ერთ-ერთი ხელოვანი, ფოტოგრაფი მარიკა ქოჩიაშვილი
“მე ქვიარ ფოტოგრაფი და ხელოვანი ვარ. ყველაზე დიდ სიამოვნებას მანიჭებს შიშველი ქვიარ ადამიანების გადაღება. ხანდახან მივდივარ ძალიან ახლოს, იმდენად ახლოს, რომ გაურკვეველი ხდება, რას ან ვის ვხედავთ.
საზოგადოებას, რომელსაც ასე ძალიან უყვარს ადამიანების გენდერულ ჩარჩოებში მოქცევა და სხეულის ნაწილებს, სხვადასხვა ფიზიკურ ნიუანსსაც კი ამ ჩარჩოებით უყურებს – აღიზიანებს ან გულს ურევს თმის სიგრძე, კანი, მკერდის ფორმა და ა.შ. მინდა გავულღვო ეს ძარჩვებში ჩაყინული ცოდნა ისე, რომ დასვან კითხვა: ის, რასაც ვხედავთ იქნებ, სულ სხვა რამეა, ვიდრე გვგონია.
“Tell me when you see it / მითხარი, რომ დაინახავ”, – გამოწვევაა: შეძლებ თუ არა გამოიცნო ადამიანის სქესი მისი სხეულის ნაწილებზე დაკვირვებით. ეს ფოტოპროექტია, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს წინასწარ განწყობებს და მზა დასკვნებს სქესისა და სხეულის შესახებ.”
გამოფენაზე ჩემი ფოტოები ჩარჩოების გარეშე, ძუით იქნება ჩამოკიდებული. ეს შეიძლება მცდლელობაა, რომ ის თავისუფლება და სიმსუბუქე მივცე სხეულებს, რასაც იმსახურებენ. რა კარგი იქნება, თუ ამ ჩარჩოებს გავარღვევთ.”
გამოფენა 26 თებერვალს, 21:00 საათზე, კლუბ მტკვარზე გაიხსნება. არ დაგავიწყდეს, რომ კოსტუმირებული წვეულება გვაქვს. ამოქექე კარადაში ყოველდღიური სტილისგან შეუსაბამო ტანსაცმელი და მოდი, ჩვენ გელოდებით ✨




