ბუჩა ქალების, ბავშვების, მოხუცების მკვლელობის, წამების, გაუპატიურებისა და ომის სხვა უმძიმესი დანაშაულის ადგილი გახდა. სამწუხაროდ, რუსეთის ეს ხელწერა ყველასთვის ნაცნობია, ვისაც მათი პოლიტიკა რამე ფორმით შეხებია.
ჩვენი სოლიდარობა უკრაინისთვის უნდა გავაძლიეროთ, ხელისუფლებამ კი უნდა იგრძნოს ის პასუხისმგებლობა და ანგარიშვალდებულება, რაც აკისრია საქართველოს მოქალაქეების წინაშე.
ამ ტრაგედიის ფონზე, უკრაინაში დაღუპული ადამიანების ხსოვნისადმი საქართველოში უნდა გამოცხადდეს გლოვის დღე, რადგან, რუსეთის იმპერიამ კიდევ ერთხელ დაანახა მსოფლიოს, როგორი სასტიკი და დაუნდობელია ის.

