“გერმანიაში სტუდენტური დასაქმებით ვიყავი წასული. დიახ, გერმანიაში გამაუპატიურეს. საღამოს სამსახურიდან გრძელი გზის გავლა გვიწევდა ფეხით. ველოსიპედებს ნათურები არ ჰქონდათ, შესაბამისად ღამე ველოსიპედით ვერ ვბრუნდებოდი სახლში. ისეთ ადგილას ვმუშაობდი, სადაც ყველგან ტყე და საშინელი სიბნელე იყო.

ერთხელაც, მარტო ვბრუნდებოდი სახლში, როცა ორი კაცი გზად გადამეყარა, ახალგაზრდები იყვნენ. ყურადღება არ მიმიქცევია. შიშმა ამიტანა, მაგრამ არ მივეცი ჩემ თავს უფლება შემტყობოდა. სახლამდე ტყის ნაწილი უნდა გამევლო და სწორედ აქ დაიწყო საშინელება. ამ დღის მერე სამყარო და ადამიანები შემზიზღდა. არავისთვის არაფერი მითქვამს, რადგან სამსახურში ვეღარ ვივლიდი, მე კი ხელფასი ძალიან მჭირდებოდა. თბილისში დაბრუნებულს, სწავლა უნდა გამეგრძელებინა.

ახლა შეყვარებული მყავს, რომელმაც არაფერი იცის, არც ჩემმა ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა იციან ამის შესახებ. მგონია, თუ ამ ამბავს ვინმეს ვეტყვი არავის აღარ ვეყვარები. მეშინია იმ ადამიანების დაკარგვის, ვინც ძალას მაძლევენ, რომ ვიცხოვრო და ვიბრძოლო.”

მადლობა ყველას, ვინც გვენდო და საკუთარი ისტორია ანონიმურად გაგვიზიარა.

თქვენი ისტორიების გამოგზავნა მოცემულ ბმულზე შეგიძლიათ: https://forms.gle/xQqJhE1rHkUaXcBH6?mibextid=Zxz2cZ

#GrlzWave_Storiesworthsharing

ილუსტრაცია: მარიამ საკნელაშვილი