გვანცა შარიქაძე, 13 წლის

“პატარაობიდანვე ვიყავი “მსუქანი” და ბუთხუზა ბავშვი. წონისა და გარეგნობის გამო ხშირად გავმხდარვარ კრიტიკისა და ბულინგის მსხვერპლი. ჩემს ირგვლივ ბევრი ამბობდა, რომ ვერ დავიკლებდი, სულ მსუქანა ვიქნებოდი და ა.შ.

მათ სიტყვებს ყურადღება არ მივაქციე, ჩემი თავი მივიღე ისეთი, როგორიც ვარ და შემდეგ ყველამ მიმიღო. ცხოვრებაში ყოველთვის გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებსაც მოეწონები, ან არ მოეწონები. ამიტომ, მთავარია ყურადღება არ მიაქციო, ყველას დაანახე, რომ შენ შეგიძლია, რომ ძალიან ლამაზი ხარ, არ იფიქრო “კაი რა, მე როგორ ვარ ლამაზი?!” არა! და არა! უფლება არავის უნდა მისცე, რომ კომპლექსები თავზე მოგახვიოს.

რაც უფრო წამოვიზარდე, მით უფრო იმატა კრიტიკამ ჩემს ფორმებზე. კომპლექსების გამო აღარ შემეძლო მაკიაჟის წასმა, ცეკვა და თავისუფლად ყოფნა. შემდეგ, დავფიქრდი და გავაანალიზე, რომ ხალხის ლაპარაკს არ უნდა მივაქციო ყურადღება. ცეკვითაც დავკავდი, ხალხშიც გავედი, ტოპები ჩავიცვი, სტრიებს არ ვმალავდი, ზღვაზეც ისე გავდიოდი, როგორც მინდოდა მცმოდა და ეს კომპლექსი გვერდით გავწიე,შემდეგ მქონდა ,”ლ” -ს კომპლექსი და ეხლა თამამად ვამბობ რომ რბილ “ლ”-ს ვიძახი, კალათბურთელი ვარ, ჩემი ფორმები მიყვარს, ჩემი გარეგნობა, საუბრის მანერა და მუსიკის ის ჟანრები, რომლებსაც ერთ დროს სამარცხვინოდ ვთვლიდი.

მთავარია მოგწონდეს შენი გარეგნობა, იყო თავდაჯერებული, გიყვარდეს რასაც აკეთებ, არასდროს მოუსმინო ხალხის აზრს და იყო ის ვინც ხარ!”

ციფრული წიგნის სანახავად გადადით ბმულზე:
https://selflovestories.ge/