
“გთხოვთ, დამიცავით მე და ჩემნაირი გოგოები ასეთი ძალადობისგან და გათხოვების დაძალებისგან, რადგან ჩვენც ადამიანები ვართ და გვაქვს თავისუფალი არჩევანის უფლება, მე არ ვარ ნივთი, რომელსაც მაშინ აიღებენ და წაათრევენ, როცა მოუნდებათ. სწავლა მინდოდა, ამის უფლება თავის დროზე არ მომცეს.” – ამბობს საკუთარი სახლის ეზოდან გატაცებული 15 წლის დაზარალებული გამოკითხვის ოქმში.
ბავშვის ასაკში ქორწინება გოგოების მიერ სკოლის მიტოვების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. ქორწინების ან ნიშნობის შემდეგ, გოგოები ხშირად წყვეტენ სკოლაში სიარულს, რადგან მათ, როგორც წესი, საოჯახო საქმეების ტვირთი აწვებათ. საქართველოში 18 წლის ასაკამდე დაქორწინებულ გოგოების უმეტესობა ვერ ახერხებს საშუალო ან უმაღლესი განათლების მიღებას. არასრულფასოვანი განათლება აფერხებს მათ განვითარებას და პოტენციალის რეალიზებას.
ბავშვის ასაკში ქორწინების ფაქტზე ინფორმაციის ფლობის შემთხვევაში, დაუკავშირდით 112-ს, ცხელი ხაზის ან მობილური აპლიკაციის მეშვეობით. ფაქტის შეტყობინება შეგიძლიათ ანონიმურად.
მომზადებულია UNFPA-სთან თანამშრომლობით, გაეროს ერთობლივი პროგრამის “გენდერული თანასწორობისთვის” ფარგლებში, შვედეთის ფინანსური მხარდაჭერით.
