
გულწრფელი და ღია კომუნიკაცია არის უნარი, რომელსაც ადამიანები დროთა განმავლობაში ვსწავლობთ. თუ ოდესღაც ჩაგვინერგეს, რომ ის, რაც მნიშვნელოვანია უნდა დავმალოთ, ამავე ლოგიკით შესაძლებელია ვისწავლოთ, როგორ ვილაპარაკოთ საკუთარ ნამდვილ გრძნობებსა და ემოციებზე.
როცა გვეკითხებიან, როგორ ვართ და ვპასუხობთ “კარგად”, მაშინ როცა სინამდვილეში ცუდად ვართ, ეს ნორმა არ არის.
ნორმაა, როდესაც ვამბობთ:
მეწყინა;
თავს ცუდად, არაკომფორტულად ვგრძნობ;
დარწმუნებული არ ვარ, დრო მჭირდება მოსაფიქრებლად;
საკმარისი მხარდაჭერა ვერ ვიგრძენი შენგან;
არ მომწონს.
