
დაუთმონ ტელევიზიებმა ჭიათურელებს ეთერი!
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 29 აპრილს მერაბ სარალიძე, გიორგი ნეფარიძე, აჩიკო ჭუმბურიძე და თენგო გველესიანი დააკავა. მათ ბრალი 30 აპრილს კიდევ უფრო მძიმედ წარუდგინეს – თავისუფლების აღკვეთა 6-9 წლამდე ვადით.
⚠️ თებერვლიდან ჭიათურაში უწყვეტი საპროტესტო აქციები იმართება. 23 აპრილს „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ“ თანამშრომლები სამსახურიდან გაათავისუფლა და რეორგანიზაციის დაწყების შესახებ განაცხადა, რის შემდეგაც პროტესტი გამწვავდა.
✊ სოლიდარობა მშრომელებს! ბრძოლა გრძელდება!
