დედის რძე იდეალური საკვებია ჩვილებისთვის, რადგან რძე შეიცავს ბავშვის ზრდისა და განვითარებისთვის ყველა საჭირო ნივთიერებას. კვლევებით დადასტურებულია, რომ ძუძუთი კვება ამცირებს ბავშვთა ინფექციების განვითარების სიხშირეს, ზრდის იმუნიტეტს და ხელს უწყობს ჩვილის ზრდა-განვითარების პროცესს.

კვლევებით ასევე დადგენილია, ძუძუთი კვება სასარგებლოა დედებისთვისაც. ძუძუთი კვებამ შეიძლება შეამციროს ძუძუსა და საკვერცხეების კიბოს გაჩენის რისკი, ასევე ამცირებს მაღალი წნევის არსებობას.

იმ მომენტში, როცა ახალშობილის კანს თქვენი კანი ეხება, ორგანიზმი განიცდის ოქსიტოცინის მოზღვავებას, რომელსაც “სიყვარულის ჰორმონსაც” ვუწოდებთ. ის გამოიყოფა ყოველჯერზე, როცა ბავშვი ძუძუთი იკვებება. ოქსიტოცინს ანტიდეპრესანტული ეფექტი აქვს. დედებს, რომლებსაც ჰორმონის უფრო მაღალი დონე აქვთ, ნაკლები შფოთვისა და დეპრესიის სიმპტომები აღენიშნებათ.

თუ არსებობს ნება და ფიზიკური შესაძლებლობა, დედის რძე ჩვილისთვისაც და დედისთვისაც სასარგებლოა. გვახსოვდეს, რომ ძუძუთი კვება სირცხვილი არ არის და ნებისმიერ ადგილას თუ დროს, დედას აქვს უფლება აჭამოს ჩვილს.

ფოტო: Tamara Zamtaradze