“დეიდაჩემის ქმარი, ანუ ბიძაჩემი 8 წლის ვიყავი ჩვენს ოჯახში რომ შემოვიდა. მის თვალწინ ვარ გაზრდილი.

12 წლის რომ ვიყავი, როცა დაიწყო ეს ყველაფერი. მამაჩემი დაიჭირეს და მოგვიწია დროებით დეიდასთან გადასვლა საცხოვრებლად.
ერთ ღამესაც მოვიდა საწოლთან და ვითომ საბანს მაფარებდა, სინამდვილეში კი ფანრით მიღებდა ვიდეოს უკანალზე, პატარა, 12 წლის ბავშვს.

ისე შემეშინდა ვერ ვმოძრაობდი, ვერც ვსუნთქავდი და მერე ვწრიალებდი რომ წასულიყო.
ეს გრძელდებოდა ძალიან დიდი ხანი. მთელი ღამეები ვათენებდი რომ აღარ მოსულიყო, ან სანამ ის არ დაიძინებდა, მანამდე მაინც რომ გამეძლო.
მერე რომ წამოვიზარდე მაგათთან აღარ ვცხოვრობდით, მაგრამ თუ სტუმრად მოდიოდნენ მაშინაც ვერ ვიძინებდი (იმიტომ რომ იგივეს იმეორებდა).

ახლა უკვე სამი წელია ხმას არ ვცემ და ძალიან აგრესიული ვარ მის მიმართ. ხვდება კიდეც.
დღესაც რომ მოდიან სტუმრად მთელი ღამე მღვიძავს იმიტომ, რომ ორი უმცროსი და მყავს – 17 და 10 წლის. ვათენებ, რომ მათაც იგივე არ გაუბედოს და თუ ჩამეძინება ხოლმე, უმცირეს ფხაკუნზეც კი მეღვიძება.

შიშები დამეწყო მაგრამ ახლა უკვე რამე მსგავსი რომ დავინახო ფიზიკურადაც კი შევძლებ რომ გავუსწორდე. ასეთი არარაობა, ამაზრზენი ადამიანები ძალიან სამწუხაროა რომ არსებობენ. განსაკუთრებით, როცა მთელს ჩემს ოჯახს ანგელოზი და კარგი ოჯახის კაცი ჰგონია.
მეცინება. თქმაც მიცდია, მაგრამ მამაჩემმა რომ გაიგოს ალბათ მოკლავს და თან დეიდაჩემიც მეცოდება, ასე რომ ჩემით ვუმკლავდები ყველაფერს.”

მადლობა ყველას, ვინც გვენდო და საკუთარი ისტორია ანონიმურად გაგვიზიარა.

საქართველოში ბავშვებსა და მოზარდებზე ძალადობენ ❗️მოქმედების დროა ❗️

#GrlzWave_Storiesworthsharing

Illustration by Salome Jokhadze