დიდი ხნის განმავლობაში ვარდისფერი არაფრით იყო განსაკუთრებული ფერი. მას მამაკაცებიცა და ქალებიც ერთნაირად ატარებდნენ, თუმცა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იგი მკვეთრად ხდება დაკავშირებული ფემინურობასთან. #FemFacts

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პირველ ლედს, მეიმი ეიზენჰაუერს, ვარდისფერი განსაკუთრებულად შეუყვარდა. ატარებდა ვარდისფერ სამოსს, აქსესუარებს, თეთრი სახლიც უმეტესად ვარდისფერი ავეჯით შეავსო. ამის გამო, პრეზიდენტის რეზიდენციას ვარდისფერ სასახლესაც კი ეძახდნენ

ამას მოჰყვა პოპულარული ამერიკელი კინოვარსკვლავის, ჯეინი მენსფილდის, გატაცებაც ვარდისფრით. მსახიობი ხშირად იცვამდა ვარდისფერს, ცხოვრობდა ვარდისფერ სახლში, ჰყავდა ვარდისფერი მანქანა, შინაური ცხოველის ბეწვსაც კი ამ ფერით ღებავდა

ყოველივე ამან განაპირობა ის, რომ საზოგადოების წარმოდგენაში ვარდისფერი ფემინურობასთან და დახვეწილ გემოვნებასთან დაკავშირდა. შესაბამისად, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პერიოდში წარმოუდგენლად გაიზარდა ვარდისფერი პროდუქციის წარმოება და მოხმარება. ქალები სამზარეულოსა და სააბაზანოებსაც კი ამ ფერში ღებავდნენ

ამგვარი წარსულიდან იღებს სათავეს დღესდღეობით გავრცელებული ტენდენციაც, რომლის გამოც მშობლები ხშირად ახალშობილი/ბავშვი გოგონებისთვის ვარდისფერ სამოსსა და აქსესუარებს არჩევენ, ბიჭებისათვის კი – ცისფერს

სინამდვილეში, ვარდისფერი იმდენადვეა მასკულინური ფერი, რამდენადაც ფემინური. პრობლემა მხოლოდ ისაა, რომ ადამიანებს ვარდისფრის ისტორია და მისთვის ამგვარი კონოტაციის მინიჭების მიზეზები არ ახსოვთ

პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ღია საზოგადოების ფონდი I Open Society Georgia Foundation