
დღიური შეხსენება: თუ რამე კონკრეტული თქვენ ან თქვენს სოციალურ წრეს არ შეგმთხვევიათ, არ ნიშნავს იმას, რომ ზოგადად არ არსებობს ან პრობლემას არ წარმოადგენს.
ხშირად როდესაც ადამიანი გარკვეული ძალისხმევის შემდეგ საკუთარ თავში ძალას პოულობს და საუბრობს სექსუალური შევიწროებისა თუ ძალადობის ისტორიების შესახებ, მათ შორის ოჯახში ძალადობაზე, ადამიანთა გარკვეულ კატეგორიას უჭირს ამ პრობლემის არსებობის შესახებ დაჯერება, რადგან მის საახლობლო წრეში იდეალური სამყაროა (რაც შეიძლება საერთოდ არ იყოს ესე) ან თავად არ გამოუცდია მსგავსი რამ. მაგალითად:
პერსონა 1: -“ტაქსიში ვიჯექი და გზიდან გადაუხვია” ,
პერსონა 2: -“რავი, მეც სულ ტაქსით ვმგზავრობ, მაგრამ მსგავსი არაფერი ყოფილა, ალბათ რამე გამომწვევი გეცვა, შენშია პრობლემა”. ( აქვე: ვის რა აცვია არ აქვს მნიშვნელობა).
კონკრეტული პატარა წრე ვერასოდეს იქნება ზოგადი პრობლემის შეფასების საზომი ერთეული, რადგან ჩვენი სოციალური წრის მიღმა ბევრად დიდი სამყაროა, ბევრად დიდი პრობლემებით.
ტექსტის ავტორი Tako Ghvinjilia
