მსოფლიოს პირველ ქალ დირიჟორთაგან ერთ-ერთი გამორჩეული, წარმოშობით დაბა მანგლისიდან.
ევა 1887 წელს დაიბადა, დედით ქართველი, ხოლო მამით-იტალიელი. დაწყებითი მუსიკალური განათლება საქართველოში მიიღო, შემდეგ სწავლა განაგრძო რომში და საბოლოოდ პეტერბურგში დამკვიდრდა სამოღვაწეოდ.
ევა კონცერტებს მართავდა ნიცაში, რომში, პარიზში, ბრიუსელში, რუსეთის იმპერიის ქალაქებში. ბერლინსა და გერმანიაში ევა იყო პირველი ქალი, რომელმაც დირიჟორის ჯოხი ხელში აიღო. აღსანიშნავია, რომ ამერიკული გაზეთები მას მსოფლიოში ერთადერთ და პირველ დირიჟორ ქალად მოიხსენიებდნენ.
1914 წელს ევა ეწვია თბილისსაც, კლასიკოსი კომპოზიტორების ნაწარმოებებისა და მსხვილი სიმფონიური ჟანრების პროგრამით.
მაშინდელი ქართული პრესის მიხედვით, ევა ბრიუნელი დაინტერესებული ყოფილა ქართული ფოლკლორით. ამიტომ საქართველოში სტუმრობისას არ შემოფარგლულა მხოლოდ კონცერტებით, უმოგზაურია კახეთში და ხალხური სიმღერები შეუკრებია.
გარდა დირიჟორობისა, ევა ბრიუნელი ორიგინალურ მუსიკასაც წერდა თეატრისთვის, აორკესტრებდა ნაწარმოებებს და თვითონვე ასრულებდა.

