
ევროპარლამენტარების თქმით, “თუ გაგრძელდება ნეგატიური პროცესები, საქართველო უნდა დაუბრუნდეს გაფართოების საწყის პოზიციას”.
საქართველოს გაფართოების საწყისი პოზიცია გვქონდა გასულ წელს, როცა არ გვქონდა მონიჭებული კანდიდატის სტატუსი.
ამრიგად, არსებობს მაღალი რისკი იმისა, რომ “რუსული კანონის” მიღების შემთხვევაში საქართველოს ჩამოერთვას კანდიდატის სტატუსი.
დეპუტატები ხაზს უსვამენ, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა 9 ნაბიჯის გადადგმის პირობით და ამბობენ, რომ შემოთავაზებული კანონპროექტი ამ ნაბიჯებიდან მინიმუმ ორს ეწინააღმდეგება:
ნაბიჯი #9, რომელიც ითვალისწინებს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას საკანონმდებლო და პოლიტიკის შემუშავების პროცესებში
ნაბიჯი #1, რომელიც მოითხოვს ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ დეზინფორმაციასთან ბრძოლას.
წყარო: JOINT STATEMENT BY MEMBERS OF THE EUROPEAN PARLIAMENT on the intention to revive the law on “foreign agents” in Georgia
