ელეონორა რუზველტი #Femwiki

ის ამერიკის პირველი ლედის სტატუსს ყველაზე დიდი ხნის განმავლობაში ატარებდა. ელეონორა აქტიურად უჭერდა მხარს ამერიკაში სამოქალაქო უფლებების დაცვას. ქმრის, ფრანკლინ რუზველტის გარდაცვალების შემდეგ კი თავად დაიწყო აქტიური პოლიტიკური კარიერა.

ელეონორამ სახელი ადამიანის უფლებების აქტიური დაცვითა და ორატორული ნიჭით გაითქვა. ჰარი ტრუმენმა მას მსოფლიოს პირველი ლედი სწორედ უფლებადამცველის სტატუსის გამო უწოდა. რუზველტმა სიცოცხლის მანძილზე 35 საპატიო წოდება მიიღო და თავისი დროის ერთ-ერთ ყველაზე გავენიან ქალად ითვლებოდა.

“აკეთეთ ის, რასაც გულში სწორად თვლით, რადგან რაც არ უნდა გააკეთოთ, თქვენზე მაინც იჭორავებენ” – ამბობდა მსოფლიოს პირველი ლედი.

პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ღია საზოგადოების ფონდი I Open Society Georgia Foundation