
ემოციური ტერორი, შანტაჟი, მანიპულაცია, ფიზიკური ძალადობა – ამ ყველაფრის ფსიქოლოგიურად გაძლება არის ძალიან მძიმე და რთული. გთხოვ, არ დაგავიწყდეს, რომ:
– მოიკითხო შენი ახლობლები, მოაყოლე მათ თავს როგორ გრძნობენ, რას გრძნობენ, რას განიცდიან;
– შესთავაზე ემოციების დასამშვიდებლად სხვადასხვა სავარჯიშოები;
– დაეხმარე, თუ ამის ფინანსური საშუალება არის, რომ მოიძიონ და იარონ ფსიქოლოგთან;
– ხშირად და ბევრჯერ ჩაეხუტე;
– ხშირად და ბევრჯერ უთხარი, რომ მათ გვერდით ხარ და რომ ამ ომს სულ რამდენიმე თვეში მოვიგებთ.
