ეს პატარა და შეშინებული ფისო ჭავჭავაძეზე ვიპოვეთ, ქუჩა გადმოირბინა კოჭლობით და გაჩერებასთან ეგდო.

მენჯი აქვს მოტეხილი, კუჭი სავსე აქვს ათასი ხარა-ხურით. გვყავდა ვეტ კლინიკებში, გასინჯეს, გადაუღეს რენტგენი და აღმოჩნდა, რომ სასწრაფო საოპერაციოა.

აქამდე ჩვენი ხარჯით ვმკურნალობდით, თუმცა ახლა თქვენი დახმარების იმედად ვართ, რომ რამენაირად შევუგროვოთ საოპერაციო თანხა.

კი იცით, რომ ხშირად ვეხმარებით ხოლმე ცხოველებს, ყოველ ჯერზე თქვენი დახმარებით შევძელით ფონს გასვლა.
ვერ დავტოვებთ და ვერ გავწირავთ ამ პატარას მთელი ცხოვრება ტკივილისთვის და კოჭლობისთვის, ამიტომ ძალიან გთხოვთ, თუ გაქვთ სურვილი, რომ მცირედი სიკეთე გააკეთოთ და ეს პაწაწინა გადაარჩინოთ, ფინანსური დახმარება შეგიძლიათ ანგარიშის ნომერზე

განახლება: შეგროვდა საკმარისი თანხა, მადლობა ყველას ❤️