
ვერა (ფეფიკო) ვარაზაშვილი – საბჭოთა რეჟიმის მიერ დახვრეტილი 19 წლის გოგოს ისტორია. #FemWiki
ვერა ვარაზაშვილი 1918 წელს ქალაქ ბორჯომში დაიბადა. ის ცნობილი ქართველი ემიგრანტისა და ინჟინრის, ივანე ვარაზაშვილის შვილი იყო, რომელსაც საბჭოთა რეჟიმი სდევნიდა. ოჯახის წევრების ინფორმაციით, ვერა იმის გამო მოკლეს, რომ მის მამას, ივანე ვარიზიშვილს ერჩოდნენ.
⚖️ ივანე ვარაზიშვილი მე-20 საუკუნის 30-იან წლებში, ირანიდან ინდოეთის საზღვრამდე რკინიგზის გაყვანაში მონაწილეობდა. 1930 წელს, საზღვრების ჩაკეტვისა და საბჭოთა კავშირის რეპრესიების გამო, ივანეს თეირანში დარჩენა მოუწია. ოჯახს ფულს ვერას სახელზე უგზავნიდა, რადგან ფიქრობდა, რომ გოგოს ვერაფერს დაუშავედნენ. სწორედ ეს ჩაუთვალეს ვერას ჯაშუშობად.
როგორც ვერას ბებია იხსენებს, ის სახლიდან თმებით გამოათრიეს, 19 წლის გოგოს ქუჩაში მიათრევდნენ… ოჯახი ფიქრობდა, რომ ის ციხეში წამებით მოკლეს, თუმცა არქივში მოიძებნა ბრძანება ახალგაზრდა ვერა ვარაზაშვილის დახვრეტის შესახებ.
**1937-1938 წლებში, შსს-ს არქივის ინფორმაციით, საქართველოში დახვრეტილთა და გადასახლებულთა რიცხვმა ათეულობით ათასებს მიაღწია. 1937-1938 წლებში 163 ქალს მიესაჯა დახვრეტა.
