
“ზაფხულობით სოფელში მივდიოდი ხოლმე. ალბათ როგორც ყველა ბავშვს, სოფელი ძალიან მიყვარდა. ბებიასა და ბაბუას შუაში ჩავწვებოდი და ასე მეძინა ხოლმე. ერთ წელსაც რომ წავედი 8-9 წლის ვიქნებოდი, ბებიას და ბაბუას საწოლები სხვადასხვა ოთახში დამხვდა, მე ბაბუასთან ვწვებოდი (უფრო დიდი საწოლი ჰქონდა). ბაბუაჩემი მთელი ღამე მეფერებოდა მკლავებზე, ფეხებზე, მკერდზე, ხშირად საცვალშიც მიყოფდა ხელს… მე ეს ნორმალური მეგონა, ვუყვარვარ და მეფერება-მეთქი, ვფიქრობდი.
რაღაც პერიოდი, ზაფხული სოფელში აღარ გამიტარებია. ბოლოს სოფელში რომ დავრჩი 14 წლის ვიყავი. იმ ზაფხულს ბაბუაჩემმა ისევ დამიწყო მოფერება, მერე ჩემი ხელი აიღო და თავის საცვალზე მიმადებინა, შენც მოეფერე ბაბუას, შენც ხომ გიყვარვარო. აღარ ვიყავი 8 წლის ბავშვი და ვიცოდი, რომ ეს არ იყო ნორმალური, მაგრამ ყვირილის შემეშინდა. თავი დამანებე-მეთქი ვუთხარი, ავდექი და ბებიასთან გადავწექი, თუცა არაფერი მომიყოლია. არავისთვის არ მითქვამს, არც მშობლებისთვის, მაგრამ მას შემდეგ იქ აღარ დავრჩენილვარ. სტუმრად მისვლაც კი ცუდად მხდის, თუმცა მიწევს.
იმ სახლში 7 წლიდან ერთი გოგონა იზრდება, ჩემი დეიდაშვილი, ბებიასთან და ბაბუასთან ერთად ცხოვრობს. ახლა 15 წლის იქნება. სულ მინდა ვკითხო, მაგრამ მეშინია – ბაბუას საწოლში ხომ არ წვება ხოლმე…”
მადლობა ყველას, ვინც გვენდო და საკუთარი ისტორია ანონიმურად გაგვიზიარა. შენი ისტორიის გაზიარება შეგიძლია აქ:
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSc5TV6B9DlSt2VweXntueA_2riywZlKYSBYuGfSiciEW6_JpQ/viewform?usp=sf_link
საქართველოში ბავშვებსა და მოზარდებზე ძალადობენ ❗მოქმედების დროა ❗
#GrlzWave_Storiesworthsharing
Illustration by Salome Jokhadze
პროექტი მხარდაჭერილია ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მიერ (Embassy of the Netherlands in Georgia). გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს საელჩოს პოზიციას.
