
ზოგადად, თითოეული ადამიანის ორგაზმის სიხშირე, ინტენსივობა, მის მისაღებად საჭირო სტიმულაციის ტიპი და რაოდენობა განსხვავებულია, თუმცა, როდესაც ორგაზმი დაგვიანებული, იშვიათი და ნაკლებად ინტენსიურია ან საერთოდ ვერ მიიღწევა ეს ანორგაზმიაა.
ანორგაზმია მრავალი ფაქტორით შეიძლება იყოს გამოწვეული, რომელთა შორისაცაა: ინტიმური პრობლემები, კულტურული ფაქტორები, მედიკამენტები, ფიზიკური თუ მენტალური მდგომარეობა და სხვა.
ანორგაზმის ძირითადი საახებია:
პირველადი – როდესაც ადამიანს არასდროს განუცდია ორგაზმი ნებისმიერი ტიპის სტიმულაციით;
შეძენილი – თუ ადრე აღწევდა ორგაზმს, თუმცა ამის უნარი დაკარგა;
სიტუაციური – როდესაც მხოლოდ გარკვეულ სიტუაციაში შეუძლია ორგაზმის მიღწევა ან პირიქით;
განზოგადებული – როდესაც არც ერთი ფორმით და არანაირ სიტუაციაში არ განიცდება ორგაზმი.
ანორგაზმიის მქონე ადამიანებს შეიძლება ჰქონდეთ სხვა სექსუალური პრობლემები, რაც რეალურად ორგაზმის მიღწევაში უშლით ხელს, მათ შორის: აღგზნების პრობლემა, ლიბიდოს დაქვეითება, ტკივილი სექსის დროს ან სტიმულაციისას, საშოს ან ვულვის სიმშრალე და ვაგინიზმი.
ანორგაზმიის მკურნალობა შესაძლებელია და ამის არაერთი ხერხი არსებობს, რისთვისაც სექსოპათოლოგს უნდა მიმართოთ. სამკურნალო საშუალებად შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც ფსიქოთერაპია, ისე მედიკამენტური საშუალებები, ფიზიოთერაპია, გინეკოლოგიური მასაჟები, წყვილების თერაპია და სხვ.
