თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მოპოვებისთვის საქართველოში, ისევე როგორც ახლა, წლებისა და საუკუნეების წინაც იბრძოდნენ. საბჭოთა კავშირის დროსაც კი, როცა ყველა ხმის ამოღება ან ციხით, ან გადასახლებით, ან სიკვდილით მთავრდებოდა, ადამიანები საპროტესტო ტალღას მაინც უერთდებოდნენ.

GrlzWave-ის ჰაბში, 26 აპრილს, სწორედ ამ თემაზე ისაუბრებს სოციოლოგი ქეთი სართანია. პროტესტი საბჭოთა საქართველოში – როგორ დაიბადა ახალი საქართველო, უფრო ძლიერი, შეუპოვარი და აქტივისტი.

გელოდებით ყველას, 26 აპრილს, 19:00 საათზე. დასწრება თავისუფალია, თუმცა ადგილები შეზღუდული, ამიტომ რეგისტრაციისთვის აუცილებელია შეავსოთ ეს ფორმა: https://forms.gle/f1ujb2E7pbpSXmDx8

მისამართი: ბესიკის მოედანი 5, რესტორან “მადრეს” შემოსასვლელი.