თუ ადამიანების წამებაზე, ცემაზე, შეურაცხყოფაზე, დამცირებაზე,
თუ ადამიანების უკანონოდ ციხეში გამოკეტვაზე,
თუ ადამიანებისთვის შვილების წაგლეჯვაზე,
თუ შვილებისთვის ოჯახებთან დაშორებაზე,
თუ შენი თანამოქალაქეებისთვის ღირსების შელახვაზე,
თუ შენი წინაპრების ხსოვნის გათელვაზე,
და შენი ქვეყნის დასუსტებაზე ჩუმდები,
შენ ის ხარ, რაზეც ჩუმდები.