იეზიდი ქალი ჯარისკაცები აისისის წინააღმდეგ.
იეზიდი ქალი ჯარისკაცები ქურთული პეშმერის სამხედრო ძალების 30 კაციანი ერთეულის მებრძოლები არიან და იმ იეზიდი ქალებისთვის იბრძვიან, რომლებიც აისისის მებრძოლების მიერ გაუპატიურებას ან მკვლელობას ემსხვერპლნენ #FemFacts

სიტყვა პეშმერის თარგმანი შემდეგია: „ის, რომელიც უპირისპირდება სიკვდილს“. აისისის მებრძოლ მამაკაცებს სწამთ, რომ თუ მათ ქალები მოკლავენ, სამოთხეში ვერ მოხვდებიან, შესაბამისად, სწორედ ეს ქალები არიან ისინი, ვისიც აისისის ჯარისკაცებს სიკვდილამდე ეშინიათ. აისისი მათ მოიხსენიებს, როგორც ეშმაკის თაყვანისმცემლებს, მაგრამ სინამდვილეში იეზიდების რელიგია მოიცავს ქრისტიანობის, ზოროასტრიზმისა და ისლამის დეტალებს.

პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ღია საზოგადოების ფონდი I Open Society Georgia Foundation