იკრძალება შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება დახურულ სივრცეში/შენობაში, მესაკუთრის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე;
იკრძალება შენობების შესასვლელების, ავტომაგისტრალების, ხიდების, გვირაბების, ესტაკადების, რკინიგზის ბლოკირება;
შეკრების და მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ, განზრახ შექმნან დაბრკოლებები ხალხის ან ტრანსპორტის გადაადგილებისათვის;
კანონპროექტის მიხედვით, ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღიდან 60 დღემდე გაიზრდება;
წვრილმანი ხულიგნობა გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 3000 ლარამდე ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით;
საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის, სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებული პირის ან/და საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება, შეურაცხმყოფელი გადაკიდება ან/და სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებასთან ან საქმიანობასთან დაკავშირებით გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარიდან 4000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 45 დღემდე ვადით.

ეს იმ რეპრესიული ცვლილებების სულ მცირედი ჩამონათვალია, რომელიც “ოცნებამ” კანონმდებლობაში შეიტანა.

ეს ფილმი როგორ სრულდება, ხომ ყველას გვახსოვს?
https://www.facebook.com/GrlzWave/videos/1447911859879040/