
ირანული მედიის ცნობით, ანტისამთავრობო გამოსვლების დროს დაკავებული მეორე დემონსტრანტი, მაჯიდრეზა რაჰნავარდი სიკვდილით დასაჯეს. ის დაკავებიდან 23 დღის შემდეგ ჩამოახრჩვეს.
ირანში ანტისამთავრობო გამოსვლების დროს დაკავებული დემონსტრანტების სიკვდილით დასჯის პროცესი რამდენიმე დღის წინ დაიწყო. მომიტინგეებს სიკვდილს გაყალბებული სასამართლო პროცესების ხარჯზე უსჯიან.
