ისრაელის სამხედრო ძალა “უსაფრთხო ზონაში”, რაფაში შეჭრას გეგმავს. რაფა ამჟამად მილიონზე მეტი ადამიანისთვის ერთადერთი თავშესაფარია.
ღაზაელები ამბობენ, რომ ახლა წასასვლელი არსად აქვთ.
მანამდე ისრაელმა რაფა “დაცულ ზონად” გამოაცხადა, მოქალაქეებს კი მოუწოდა, რომ ღაზას ჩრდილოეთით განვითარებული მოვლენებისგან თავის დასაცავად, თავი სწორედ ამ ქალაქში შეეფარებინათ.
ახლა ისრაელის არმია რაფაში “ექსტრემალური ძალის” გამოყენებას გეგმავს და ასიათასობით სამოქალაქო პირს “სასწრაფოდ ევაკუაცია” უბრძანა.
#ceasefirenow #rafah #freepalestine


