ის, რაც ადამიანის პაპილომა ვირუსის შესახებ უნდა ვიცოდეთ

1️⃣ ადამიანის პაპილომა ვირუსი სქესობრივი გზით გადამდები ინფექციაა და მისი ზოგიერთი ტიპი საშვილოსნოს ყელის კიბოს გამომწვევია. აღწერილია ისეთ შემთხვევებიც, როდესაც პაპილომა ვირუსი იწვევს ანუსის, ადამიანის სასქესო ორგანოებისა და საყლაპავი მილის სიმსივნეებს;

2️⃣ ვირუსი ძალიან მარტივად, ყველა ტიპის სქესობრივი კონტაქტის, მათ შორის, კანიდან კანზე, დაინფიცირებულ არესთან შეხებით ვრცელდება. შეიძლება პაპილომა ვირუსით ნებისმიერი ინტიმური კავშირის დროს დაინფიცირდე, იქნება ეს სქეოსიბრივი აქტი, პენეტრაცია, თუ გენიტალიებზე შეხება;

3️⃣ HPV ვირუსის ორი გენოტიპი (16 და 18) იწვევს საშვლოსნოს ყელის კიბოს და საშვილოსნოს ყელის კიბოსწინარე დაავადებების 70%-ს. სწორედ ამ რისკებისგან იცავს ადამიანს ვაქცინაცია;

4️⃣ საშვილოსნოს ყელის კიბო არის მეოთხე ყველაზე გავრცელებული კიბო ქალებს შორის. ამ დაავადებით მსოფლიო მასშტაბით ყოველწლიურად 300 000-ზე მეტი ქალი იღუპება. პაპილომავირუსის ვაქცინის შესახებ ჩატარებული კვლევები კი ცხადყოფს, რომ ვაქცინაცია საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების რისკებს 90%-ით ამცირებს;

5️⃣ საქართველოში ყველაზე ხშირად დიაგნოსტირებულ ონკოლოგიურ დაავადებათა შორის, საშვილოსნოს ყელის სიმსივნე მეხუთე ადგილზეა. შემთხვევათა 40%-ზე მეტის გამოვლენა დაგვიანებულ (მე-3 ან მე-4) სტადიაზე ხდება.

საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევათა უმეტესობის პრევენცია შესაძლებელია ადამიანის პაპილომავირუსის (აპვ) ვაქცინით, ხოლო ადრეული გამოვლენისა და სათანადო მკურნალობის შემთხვევაში კი, მისი განკურნებაც შესაძლებელია. საქართველოში ვაქცინა 26 წლამდე ქალებისთვის და 10-12 წლამდე ბიჭებისთვის, სრულად უფასოა.

ყველა ველოდებით, როდის გამოიგონებენ მეცნიერები სიმსივნის წამალს, თუმცა ჯერ კიდევ ბევრმა არ იცის, რომ არსებობს სიმსივნეები, რომელთა პრევენციაც და წამალიც უკვე არსებობს და ეს ვაქცინაციაა! მარტივი, უფასო და ყველასთვის აუცილებელი.