
ის, რაც მენსტრუალური შვებულების შესახებ უნდა ვიცოდეთ.
მენსტრუაცია ხშირად ფიზიკურ, გაუსაძლის ტკვილსა და დიდ დისკომფორტს გულისხმობს, Მენსტრუალური შვებულება კი ადამიანებს აძლევს საშუალებას, მათთვის მძიმე და მტკივნეული დღეები არა სამსახურს, არამედ საკუთარ თავს მიუძღვნან. უკვე არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, მენსტრუაციის პირველი სამი დღის განმავლობაში დასაქმებულს შეუძლია ანაზღაურებადი ან არაანაზღაურებადი შვებულების გამოყენება მენტრუაციის ან პიემიეს (პრემენსტრუალური სინდრომის) დროს.
იმ ქვეყნებში, (მაგალითად, ესპანეთში), სადაც ეს პოლიტიკა უკვე არსებობს, დასაქმებულები ამბობენ, რომ საზოგადოება უფრო მეტად ღია გახდა და მენსტრუაციასთან დაკავშირებული სტიგმა და ე.წ. ტაბუ მოიხსნა.
მიუხედავად არსებული პრაქტიკისა და დადგენილების არსებობის მკაფიო საჭიროებისა, საქართველოში, მსგავსი პრაქტიკების შესახებ მსჯელობაც კი ფაქტობრივად წარმოუდგენელია.
სამწუხაროდ, საქართველოში მოისმენთ ისტორიებს, როცა დამსაქმებელმა დასაქმებულს, ძლიერი ტკივილის მიუხედავად, არ მისცა უფლება, დაეტოვებინა სამუშაო სივრცე. მსგავს შემთხვევებს წააწყდებით უნივერსიტეტებშიც, სადაც დისმენორეის დიაგნოზი არ არის საკმარისი, რომ ლექციის გაცდენა საპატიოდ ჩაითვალოს.
მიუხედავად იმისა, მენსტრუალური შვებულების პრაქტიკა დაინერგება თუ არა საქართველოში, უნდა გვახსოვდეს: ის, რომ ადამიანებს მენსტრუაცია გვაქვს, ეს არც სუსტებად და არც ძლიერებად არ გვაქცევს და საბოდიშოც არაფერია. ეს ბიოლოგიური მოცემულობაა, რომლის დროსაც (ან მანამდე) ადამიანების უმეტესობა თავს უენერგიოდ და ცუდად გრძნობს.
ჩვენი ფუნქციონირებისთვის და კარგად ყოფნისთვის, თვეში რამდენიმედღიანი შვებულების არსებობა აუცლებელია. თუმცა, გამოვიყენებთ, თუ არა ამ დღეებს, ეს მხოლოდ ჩვენი გადასაწყვეტია.
