
იყო თუ არა მოსამართლე ხათუნა ხარჩილავა მიკერძოებული, ყოფილ ცოლზე ძალადობაში ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილისა და ნელი დოროყაშვილის საქმის განხილვის დროს?
⚠️ “საბოლოო განაჩენში იკვეთება ასეთი ტენდენცია: თუ მსხვერპლმა (ნელი დოროყაშვილმა) რაიმე სიტყვა თქვა, რომელიც შეიძლება საზოგადოებას ყურს ჭრიდეს, ეს სიტყვა არის მთლიანად მოხმობილი. მაშინ, როდესაც მოძალადედ მიჩნეულის (ნიკოლოზ ბასილაშვილის) სიტყვა ჩანაცვლებულია ტერმინით – “უწმაწური სიტყვა”. ეს თავიდანვე აჩენს რაღაც ეჭვს, რომ ამ განაჩენს ტექსტუალურად აქვს გარკვეული მიკერძოება. არ შეიძლება, ერთი ადამიანის გინებას წერდე ვერბატიმით და მეორე ადამიანის იგივე სიტყვას ანაცვლებდე უბრალოდ ტერმინით”.
⚠️ ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ გამოტანილ საბოლოო განაჩენში შეხვდებით ტექსტს – “ძალადობის მერე, [მსხვერპლი] ისე არ გამოიყურებოდა, როგორც ჩვენ, ყველანი ველოდით”. განაჩენის გამოცხადებისას კი, მოსამართლემ ღიად აღნიშნა, რომ ნეკა დოროყაშვილი (მსხვერპლი) არ შეესაბამებოდა მოსამართლის წარმოდგენებს მსხვერპლის შესახებ: “მაშინ რატომ წახვედით დაბადების დღეზე?” – უსვამს მსხვერპლს კითხვას მოსამართლე.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით.
European Union in Georgia
#EU4Georgia
GCRT
https://www.facebook.com/GrlzWave/videos/1390006981859774/
