
იცოდი, რომ ჩვენი ორგანიზმი ბუნებრივად გამოყოფს ლუბრიკანტს? და რა არის ლუბრიკანტი?
ბუნებრივი ლუბრიკანტი ორი სითხის ნაზავია. ერთ-ერთი მათგანი დიდი ვესტიბულური ჯირკვლებიდან გამოიყოფა. იგი ატენიანებს ვესტიბიულს საშოში შესასვლელის ირგვლივ განლაგებული ღიობების (შეიარაღებული თვალით უხილავია) საშუალებით.
მეორე სითხეს, რომელიც მხოლოდ საშოში გამოიყოფა, ვაგინალური ტრანსუდატი ჰქვია. ის ძალიან პრაქტიკული და სასარგებლოა, რადგან ბართოლინის ჯირკვლის ამოღების შემთხვევაშიც კი, სქესობრივი აქტი სასიამოვნო პროცესია. საშოს ბუნებრივი სინოტივის გარეშე, სქესობრივი აქტის პროცესში საგრძნობი ხახუნის შეგრძნება შემაწუხებელი და მტკივნეულიც კი შეიძლება იყოს.
*ბართოლინის ჯირკვლები საშოს შესავლის აქეთ-იქითაა განლაგებული და გამოიმუშავებს სითხეს, რომელიც საშოს სინოტივეს უზრუნველყოფს.
სასქესო ორგანოები თვითონ, ბუნებრივად გამოყოფს სისველეს, რომელიც სქესობრივი აქტის დროს ლუბრიკანტის როლს ასრულებს, თუმცა ზოგჯერ ეს საკმარისი არ არის და დამატებითმა ლუბრიკანტმა შესაძლებელია სექსი უფრო სასიამოვნო გახადოს.
ინტინური ლუბრიკანტი ამცირებს ხახუნს, რისი დამსახურებითაც ვაგინალური და ანალური პენეტრაცია და მასტურბაცია უფრო მარტივი და სასიამოვნო ხდება. წლების წინ, ლუბრიკანტი მხოლოდ ვაგინის სიმშრალის დასაძლევად გამოიყენებოდა, თუმცა დროთა განმავლობაში ლუბრიკანტი უფრო ფართო მოხმარების გახდა და დღეისთვის ის ყველა ასაკის სექსუალურად აქტიური ადამიანისთვისაა რეკომენდებული.
ლუბრიკანტი განსაკუთრებით პრაქტიკულია პრეზერვატივთან ერთად გამოყენების დროს, რადგან ის ამცირებს ხახუნს და, შესაბამისად, იმის რისკსაც, რომ პრეზერვატივი გაიხევა ან დაზიანდება, რაც დაუგეგმავ ორსულობას ან სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების (სგგი) გავრცელებას გამოიწვევდა.
ინტიმური ლუბრიკანტის არჩევისას, მნიშვნელოვანია თქვენი და თქვენი პარტნიორის პრეფერენციების გათვალისწინება. ლუბრიკანტები იყოფა გემოს, სუნისა და შეგრძნებების გამოწვევის მიხედვითაც. ესაუბრეთ პარტნიორს და გაარკვიეთ, რა მოგწონთ ან რას ისურვებდით ორივე. თუ აქამდე ინტიმურ ლუბრიკანტებთან არ მეგობრობდით, ცადეთ, სექსუალური ცხოვრების გამრავალფეროვნებისთვის საინტერესო გამოცდილებაა.
ილუსტრაცია: @jannedaba
