კენდრიკ ლამარმა Glastonbury-ის სეტი დრამატულად დაასრულა – ეკლიანი გვირგვინი და სისხლი სახეზე.

სეტი სიმღერით Saviour დაასრულა, რომელსაც კვირა საღამოს პერფორმანსისთვის დასკვნითი ტექსტი დაამატა – “წარმატება ქალთა უფლებებს. ისინი განგიკითხავენ შენ, ისინი განსჯიან ქრისტეს”.

პროტესტი გასულ კვირას აშშ-ს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, აბორტი კონსტიტუციური უფლება აღარაა.

კენდრიკ ლამარი სოციალურ საკითხებს თავის მუსიკაში ხშირად ეხმიანება. 2017 წელს, Humble-ის გამოსვლის შემდეგ, საზოგადოება აქტიურად ალაპარაკდა მის ფემინისტობაზე.