
კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი” მადანს შუქრუთში, სოფლის მიწის ქვეშ მოიპოვებს, რის გამოც იქ მცხოვრებ ადამიანებს მიწის მთავარი საყრდენი გამოეცალათ, რაც სახლების-ნაგებობების ნგრევის, ნიადაგის ჩავარდნის, მცენარეების უნაყოფობისა და ჭების ამოშრობის მიზეზი გახდა.
ამ ყველაფრის ფონზე, შუქრუთის 38 ოჯახიდან 19-ს არაფერი არ მიუღია, 9 ოჯახს ავანსის სახით მიწის კომპენსაციის თანხა აქვს მიღებული (თანხა მერყეობს 7 000-დან 20 000 ლარამდე).
პროტესტი გრძელდება!
შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჭიათურაში შუქრუთის დასახმარებლად საპროტესტო აქციის 4 მონაწილე, მერაბ სარალიძე, გიორგი ნეფარიძე (ჩვენი ერთ-ერთი რესპონდენტი), აჩიკო ჭუმბურიძე და თენგო გველესიანი სისხლის სამართლის წესით 29 აპრილს დააკავა, 30 აპრილს მაღაროელებს პროკურატურამ ბრალი უფრო მძიმე მუხლით წარუდგინა და ახლა მათ 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
მერაბ სარალიძესა და გიორგი ნეფარიძეს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობას, ხოლო აჩიკო ჭუმბურიძეს და თენგო გველესიანს მხოლოდ მონაწილეობას ედავებიან.
ამ დიდი უსამართლობის ასახვა ვცადეთ ჩვენს ფილმში, რომლის ჩვენებაც 10 მაისს, 20:00 საათზე გაიმართება GrlzWave-ის ჰაბში.
დასწრება თავისუფალია, თუმცა ადგილები შეზღუდული. რეგისტრაციისთვის შეავსეთ ფორმა: https://forms.gle/QwguaWFMeE4qRKjPA
მისამართი: ბესიკის მოედანი 5, რესტორან “მადრეს” შემოსასვლელი.
