კონტრაცეფცია:

#შეიmeცნე

კონტრაცეფცია არის განაყოფიერების საწინააღმდეგო ქმედება და გამოიყენება არასასურველი ფეხმძიმობისგან თავის დასაცავად, თუმცა ამ მთავარი მიზნის გარდა, კონტრაცეფციული საშუალებები ასევე ამცირებს ზოგიერთი რეპროდუქციული კიბოს განვითარების რისკს, მათ ასევე იყენებენ მენსტრუაციასთან დაკავშირებული მრავალი სიმპტომისა და დარღვევის სამკურნალოდ.

არსებობს თავის დაცვის რამდენიმე გზა:

ბარიერის შექმნა

ბარიერული მეთოდის ყველაზე გავრცელებული მეთოდია პრეზერვატივის, ანუ კონდომის გამოყენება. კონდომი არა მხოლოდ ორსულობისგან, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგანაც დაგიცავთ.

ჰორმონალური საშუალებები

ჰორმონალური საშუალებებიდან, ყველაზე გავრცელებული აბებია, თუმცა ორსულობის საწინააღმდეგო ჰორმონები ორგანიზმში სხვა გზითაც შეიძლება მოხვდეს, მათ შორის – პლასტირის, ვაგინალური რგოლის, ინექციისა და იმპლანტის საშუალებით.

იმისათვის, რომ სქესობრივი ცხოვრება უსაფრთხო და დაცული იყოს, მნიშვნელოვანია ზუსტად იცოდეთ, რომელი და როგორი ტიპის კონტაცეფტივის მიღება გსურთ.

თუ უკვე ხართ, ან აპირებთ, რომ სქესობრივად აქტიური ცხოვრება დაიწყოთ, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან კონტრაცეფტიული საშუალებების შესახებ ზუსტი და დეტალური ინფორმაციის მისაღებად და კონტრაცეფიული მეთოდის ინდივიდუალურად შესარჩევად. ესაუბრეთ ექიმს თქვენი ცხოვრების წესის ცვლილებებზე და გადაწყვიტეთ, არის თუ არა თქვენ მიერ არჩეული ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდი თქვენთვის და თქვენი ორგანიზმისთვის შესაფერისი. თუ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები არასასურველ გვერდით მოვლენებს იწვევს, (როგორიცაა თავბრუსხვევა ან სექსუალური სურვილის დაქვეითება), მნიშვნელოვანია შეცვალოთ მეთოდი და ექიმის დახმარებით, იპოვოთ ჩასახვის საწინააღმდეგო ის საშუალება, რომელიც თქვენს ორგანიზმს უკეთ მოერგება.