
“ლიმენა”, თავისუფლების კუნძული ფოთში, ჩვენს დახმარებას საჭიროებს. “ლიმენა” არის ადგილი, სადაც ყოველდღიურად აქტივისტები იკრიბებიან, მსჯელობენ, აპროტესტებენ და ჩართული არიან დღევანდელ უთანასწორო ბრძოლაში სისტემის წინააღმდეგ.
“ლიმენა” არის სოციალური საწარმო, რომელიც აერთიანებს კაფეს, არტ-სივრცესა და ქო-ვორქინგ ცენტრს, თუმცა, წინასაარჩევნო და შემდგომ პერიოდებში, მნიშვნელოვნად შემცირდა სტუმრების რაოდენობა. 28 ოქტომბრის შემდეგ, რაც ადგილობრივ პლატფორმა “შ-ფოთთან” ერთად, რეჟიმის წინააღმდეგ აქციების ორგანიზატორები გახდნენ, მათ სივრცეში მიმსვლელებს მკაცრად აკონტროლებენ და მისვლასაც უკრძალავენ.
ქალაქ ფოთში, ეს არის ერთადერთი თავისუფალი სივრცე, სადაც ჯერ კიდევ შესაძლებელია ისმოდეს ხალხის ხმა. სწორედ იმისთვის, რომ “ლიმენა”-მ იარსებობს, თქვენი დახმარებაა საჭირო. მცირედიც ძალიან მნიშვნელოვანია.
დასახმარებლად მიჰყევით ბმულს:
https://shorturl.at/LD5NH
